2022-02-05 13:27:02, 629 ნახვა
საზოგადოება
ლიბანის N20 ა კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთ მისამართზე შიდა ეზოს აწესრიგებს.
უწყების ცნობით, გლდანის გამგეობის მიერ ამორტიზებული გზის საფარი ლიბანის N20 ა კორპუსის მიმდებარედ იცვლება. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 661 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი, ერთფენიანი საფარი იგება. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 117 793 ლარი დაიხარჯება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),