|
2022-02-03 16:08:35, 923 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს გამომწერთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 1 წელია კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის, Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერია. YouTube არხმა ტექნოლოგიებით დაინტერესებული არაერთი ერთგული მაყურებელიც შეიძინა, რაზეც შთამბეჭდავი შედეგები მეტყველებს. დღეს Fennec Tech Studio-ს YouTube-ზე 10 000, ხოლო TikTok-ზე 12 000-ზე მეტი გამომწერი ყავს. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებს კი ჯამში, მილიონზე მეტი ნახვა აქვს. Fennec Tech Studio-ს მთავარ მიზანს ტექ მიმართულებით კარიერული განვითარებისთვის საჭირო რესურსზე წვდომის გაზრდით, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური სფეროს პოპულარიზაცია წარმოადგენს. „აქამდე არ არსებობდა კონტენტი, რომელიც ქართულ ენაზე, არასალექციო ფორმატში, მოყვებოდა ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას, დაფარავდა ტექნოლოგიური პროფესიების დიდ სპექტრს და რაც მთავარია, არ იქნებოდა ერთჯერადი - ანუ ექნებოდა არხის ფორმა. Fennec Tech Studio იქცა კონტენტის ერთგვარ ბიბლიოთეკად, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია გაეცნო სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიების შესახებ ინფორმაციას“, - განმარტავს YouTube არხის შემქმნელი, მარიამ გაგუა. Fennec Tech Studio-ს ვიდეოებს ძირითადად სამი მიმართულებით შეხვდებით - ტექნოლოგიები, მომავლის პროფესიები და კარიერული განვითარება. YouTube არხმა ვიდეოების სახით გამომწერებს უკვე 20-ზე მეტი ტექნოლოგიური პროფესია გააცნო და სხვადასხვა დარგის პროფესიონალების რჩევები გაუზიარა. სამომავლოდ, არხის შემქმნელები კიდევ უფრო მეტი მიმართულების მოცვასა და ტექნოლოგიური სფეროს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კარიერული გზის პოპულარიზაციას გეგმავენ. ინფორმაციისთვის, 2020 წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით პროექტ – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)