08:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 12:49:36, 743 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 10.5 პროცენტზე დატოვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პანდემიურმა მდგომარეობამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალ გაურკვევლობას დაუდო სათავე, რომლებიც ეტაპობრივად წარმოჩნდა და პოლიტიკის გამტარებლები გამოწვევების წინაშე დააყენა.

სებ-ის, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.6 პროცენტით გაიზარდა. 2021 წლის ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიის შეზღუდვების პერიოდში გადავადებული მოთხოვნის რეალიზების, მაღალი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ფისკალური სტიმულის შედეგია. 2022 წელს ეკონომიკური ზრდა, საბაზო სცენარის მიხედვით, 5 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული.

"ინფლაციური მოლოდინების რისკების მატების ფონზე, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. კვლავ აქტუალურია, რომ, მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში, ინფლაციის ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნებამ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არ გაზარდოს. ამასთან, იკვეთება რისკები, როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე გლობალური ფინანსური პირობების მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრების კუთხით. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ დონეზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

გლობალური ეკონომიკური აღდგენის კვალდაკვალ, საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში ექსპორტი წლიურად დაახლოებით 29 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 6 პროცენტია. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები დეკემბერში წლიურად დაახლოებით 9-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის დეკემბრის დონესთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (42 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც. 2021 წლის დეკემბერში ამ მაჩვენებლის 26 პროცენტიანი წლიური მატება დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 7 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს." - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics