|
2022-02-02 11:47:14, 606 ნახვა
საზოგადოება
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რამსარის კონვენციის ხელმოწერის თარიღის მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება. კონვენცია, ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. უწყების ცნობით, წელს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღის თემაა: „ჭარბტენიანი ტერიტორიების ზემოქმედება საზოგადოებასა და ბუნებაზე“. "ჭარბტენიანი ტერიტორიები უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების განახლებას, საკვები ნივთიერებების ტრანსფორმაციას, ეროზიის კონტროლს, ნალექების სტაბილიზაციას, გადაშენების პირას მყოფი სახეობების მრავალფეროვნებას. 1997 წლიდან, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, 2020 წელს კი რამსარ-საიტების სიას ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შემავალი მადათაფის და ბოღდაშენის ტბები დაემატა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)