|
2022-02-01 18:31:08, 840 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ფხაკაძე - მივმართავ ვაქცინაციის საბჭოს, ადექით და გადადექით! ამის „გაპრავება“ როგორ შეიძლება?!
„მივმართავ ვაქცინაციის საბჭოს - ადექით და გადადექით, უთხარით არ ვეთანხმებით პრემიერის ამ გადაწყვეტილებას. ამ სიტუაციის „გაპრავება“ როგორ შეიძლება?!“, - ამის შესახებ, ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მწვანე პასპორტების“ გაუქმებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. „არ იცით თქვენ არაფერი. თქვენ მოიყვანეთ ქვეყანა ამ დონეზე. მე პრემიერან პრეტენზია მაქვს - ნული. მან პოლიტიკური გადაწყვტილება მიიღო. ჯანდაცვის მინისტრთან მაქვს პრეტენზია მაქვს - ნული. ისინი არ არიან პროფესიონალები. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სისულელეზე ხარჯავს ფულს. როგორ იქნება ყველაფერი კარგად, რა იქნება კარგად?! ქალბატონ გაბუნიაზე წარმოდგენა დამეკარგა, რაც მან დღეს თქვა. ამასაც საზღვარი აქვს... პატივს ვცემ, მაგრამ ამ სიტუაციის „გაპრავება“ როგორ შეიძლება?! ამაზე პასუხი როგორ უნდა გამცეთ?! მე თქვენ ადგილას გადავდგებოდი. მივმართავ ვაქცინაციის საბჭოს - ადექით და გადადექით, უთხარით არ ვეთანხმებით პრემიერის ამ გადაწყვეტილებას. რა გინდათ მანდ? რას აკეთებთ? კოვიდი მალე დამთავრდება. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. რა მიზეზი ხართ საკოორდინაო და ვაქცინაციის საბჭოში? ფულს მანდ არ გიხდიან და აბა რა პრინციპით ხართ მანდ. მე ველოდები რომელი ექიმი გადადგამს პირველ ნაბიჯს და იტყვის - „მე ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებ“. საერთაშორისო დონეზე გაგსწორებთ მიწაზე“, - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ Facebook „ლაივში“.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)