18:42 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 16:04:52, 736 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“  და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2 თებერვალს, 14:00-დან 16:00 საათამდე, პუშკინის სკვერში სახალხო ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები - თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე და ეკატერინე ტოგონიძე, რომლებიც წაიკითხავენ ამონარიდებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან. ამბავს თბილისის მერია იუწყება.

ღონისძიებაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რისთვისაც სკვერში განთავსებული თაროდან წიგნს შემთხვევითობის პრინციპით აირჩევს, მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი, წიგნი მას საჩუქრად გადაეცემა. თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობისა და სხვადასხვა ჟანრის წიგნები - როგორც ქართველი ავტორების, ისე თარგმანები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics