|
2022-02-01 15:23:03, 756 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილზე საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები მიმდინარეობს
წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამბის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით, გაფართოვდება ტროტუარი, მოეწყობა „ზებრა“ გადასასვლელი და ავტობუსის გაჩერება. ასევე, ტერიტორია შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირდება. სამუშაო პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გაეცნო. „ამ მონაკვეთზე ხშირად იქმნებოდა საავარიო სიტუაციები. ამიტომ, გადავწყვიტეთ აქ მდებარე თარგების გადაკეთება. მთლიანად შეიცვლება გარე განათების ქსელი, ჰაერში გადაჭიმული ელექტროხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიის მოწესრიგებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, მილიონი ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორი წილოსანი და
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)