|
2022-02-01 11:55:58, 1699 ნახვა
სამხედრო
„ნატო-საქართველოს სწავლება“ 2022 საქართველოში მარტში გაიმართება
ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პატნიორი ქვეყნები მიიღებენ. "სამი დღის განმავლობაში „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს. კონფერენციაზე სპეციალურად ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ. ნატოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს. საუბარი ასევე ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს." - ნათქვამია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)