|
2022-02-01 11:06:14, 817 ნახვა
საზოგადოება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩაერთო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებების კამპანიაში ჩაერთო. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით პროგრამა, რომელიც 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, სოფელ მეორე სვირში მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს. იმინიზაციის პოპულარიზაციის და კოვიდ - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით კამპანიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)