|
2022-01-31 11:10:28, 796 ნახვა
საზოგადოება
მინდელის შახტაში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 პირი კლინიკაშია გადაყვანილი, მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაშია
ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 8 ადამიანია დაშავებული. დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამთენისას გადმოიყვანეს. როგორც პაციენტის ოჯახის წევრი აცხადებს ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60%-იანი დამწვარობა აქვს. დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სამი მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. "დღეს გამთენისას გადმოყვანილია 8 პაციენტი, 3 მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ისინი მოთავსებული არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 5 მათგანი არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში და მათი მდგომარება მეტნაკლებად სტაბილურია, გარდა დამწვრობისა აღენიშნებათ ტრამვული დაზიანებები, რაც სავარაუდოდ აფეთქებამ გამოიწვია." - აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)