2022-01-30 14:29:06, 950 ნახვა
მსოფლიო
აშშ თავის მოქალაქეებს, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
კიევში არსებული ამერიკის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.
განცხადების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო, უკრაინის უსაფრთხოების საკითხი არაპროგნოზირებადია და მოულოდნელად, შეიძლება, უფრო მეტად გაუარესდეს.
„უკრაინის უსაფრთხოების საკითხი, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო, არაპროგნოზირებადია და უმალვე შეიძლება, გაუარესდეს. აშშ-ის მოქალაქეებმა უკრაინის დატოვება მხედველობის ქვეშ უნდა მიიღონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,