|
2022-01-29 13:27:36, 1145 ნახვა
მსოფლიო
დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებმა და ავიაციამ საბრძოლო მზადყოფნა დაასრულეს და ბაზებს უბრუნდებიან
დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებმა და ავიაციამ საბრძოლო მზადყოფნის დაგეგმილი შემოწმება დაასრულეს და ბაზებს დაუბრუნდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი, დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრჭოლო მზადყოფნის დამოწმების ამოცანები სრულად შესრულდა, პარალელურად, გრძელდება დაგეგმილი საბრძოლო მომზადების ღონისძიებები სასწავლო პოლიგონებზე, მათ შორის, ორმხრივი ტექნიკური წვრთნები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩათვლით. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავიაცია, ისევე როგორც საკომუნიკაციო ბრიგადების ქვედანაყოფები, საინჟინრო დანაყოფების წინა რაზმები, ასევე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის იარაღები თავიანთ მუდმივ განლაგების პუნქტებში ბრუნდება. „ინტერფაქსი“ წერს, რომ რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებმა 25 იანვარს გეგმიური საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების დაწყება გამოაცხადეს. შემოწმების დროს პირველი სატანკო არმიის ათასზე მეტი ჯარისკაცი და 100–მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო მობილიზებული. რუსული მედიის ცნობით, დასავლური მედიასაშუალებები წერდნენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვარზე 100 000–ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა. კიევის ცნობით, კიევის საზღვართან 127 000–ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მობილიზებუილი. მათ შორის, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარები გადაჰყავთ რუსეთის დასავლეთში. თებერვლის შუა რიცხვებში, მათ ბელარუსთან ერთბლივ წვრთნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბელარუსთან ერთობლივი წვრთნები შეიძლება გამოყენებული იქნას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყებად. გარდა ამისა, აშშ–ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების გასამართლებლად შეიძლება განხორციელდეს „ცრუ დროშის“ პროვოკაცია.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)