|
2022-01-29 12:59:07, 1088 ნახვა
საზოგადოება
კედიას ქუჩაზე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით, სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე, მოსასვენებელი სივრცის გაკეთება, სადაც სხვადასხვა სამუშაო განხორციელდება. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკე ინვენტარი. ამასთან, სივრცეში პატარებისთვისაც არის გათვალისწინებული სათამაშო სივრცის მოწყობა. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლინაგი“ ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 574 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სივრცის განვითარების პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებითა და ჩართულობით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)