19:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-28 17:54:57, 812 ნახვა

საზოგადოება
კასპის მერია - საკრებულოს თავმჯდომარის განათლებასთან დაკავშირებით ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაცია გავრცელდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს თავმჯდომარის შოთა ბეგლარაშვილის მიმართ გავრცელებულ ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს.

განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ და საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის მიმართ დღეს გავრცელებულ ცრუ და მადისკრედიტირებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც უკვე ხელმოცარული პოლიტიკოსია ცდილობს  გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია და ადამიანებს მორალური ზიანი მიაყენოს. კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა რომელიც აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს ცილი დასწამა, თითქოს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილს არ აქვს უმაღლესი განათლება და მისი დიპლომი არის ყალბი, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ბეგლარიშვილი სწავლობდა 1992-1997 წლებში არ ფლობდა  ლიცენზიას და მეტიც ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობდა. ამ  ცრუ  ინფორმაციის ტირაჟირება კი პარტიულმა ტელეკომპანია“პირველმა“ უზრუნველყო.

1992-1997 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულება „თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი“, (რექტორი პარმენ მარგველაშვილი) არსებობდა და მეტიც მას სახელმწიფოსგან ლიცენზიაც ჰქონდა მინიჭებული, ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად განათლების და მეცნიერების სამინისტროში არის შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტიული მედიასაშუალების და მოქალაქე მანუჩარ მერებაშვილის  მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული ცილისწამება, და მოქალაქეების  შეცდომაში შეყვანა, რადგან თუ ბატონ მერებაშვილს შოთა (შმაგი) ბეგლარაშვილის განათლებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდა , წლების წინ უნდა გაესაჯაროვებინა, რადგან ის საკრებულოში ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო და ამ ინფორმაციის გადამოწმება მისი ვალდებულება იყო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics