19:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-26 20:01:14, 762 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტო - სააგენტოს ხელმძღვანელობა მზადაა, ნებისმიერ დროს შეხვდეს სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს  ხელმძღვანელობა მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს.  ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააგენტოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ დევნილ ოჯახებთან შეხვედრაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

სააგენტო იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების საკითხზე გამჭვირვალედ მუშაობს,  ყოველთვის ღიაა დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის  და არა ერთხელ გაცხადებულა მზაობა ამის თაობაზე, როგორც თავად დევნილებთან, ასევე საჯაროდ. 

გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააგენტო ყოველკვირეულად მიაწვდიდა მათ  დეტალურ ინფორმაციას განსახლების პროცესის შესახებ და თითოეული მათგანის შეკითხვებს უპასუხებდა. აღნიშნული შეთავაზება სააგენტოს მხრიდან ძალაშია და დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ  ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics