14:44 - 06 Nov, 2026
|
2022-01-26 14:26:13, 853 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - პოლიციელის მიერ ჩადენილი ძალადობა მუნდირის შეურაცხყოფაა
შემაშფოთებელია პოლიციელის მხრიდან ძალადობა, - დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. „ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მსგავსი რამ პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფაა. ზოგადად, ეს ადამიანები ხომ გმირობასთან ასოცირდება. ისინი თავიანთი სიცოცხლის ფასად, ქვეყანაში მშვიდობასა და წესრიგს უზრუნველყოფენ. მისასალმებელია მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)