12:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 17:55:57, 1214 ნახვა

რეგიონი
2022 წელს აჭარაში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდა და დაინერგა ახალი პროგრამები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამბის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრრობა იუწყება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანობა და მოსახლეობისთვის სერვისის  ხელმისაწვდომობა.

2022 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 28 121 900 ლარს შეადგენს. გაიზარდა როგორც სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება, ისე ბენეფიციართა რაოდენობა.

2022 წელს გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, გაიზარდა ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება. 

2022 წელს პირველად, განხორციელდება ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობა ბიოლოგიური მედიკამენტებით. წელს დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ხოლო, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.

შეხვედრაზე განიხილეს დასაქმების, სოციალური პროგრამების დაფინანსების და თანადაფინანსების მექანიზმები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics