14:55 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 14:26:27, 955 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ,  დიდ დიღომში, მესამე მიკრორაიონის დასაწყისში, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით,  სივრცის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე  გაეცნენ.

„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. დიდი დიღმის მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე, რომელზეც ძველი სპორტული მოედანი მდებარეობდა და გაყიდული იყო რამდენიმე მესაკუთრეზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდა. თბილისის მერის  გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა მოხდა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.

რეკრეაციულ სივრცეში, პროექტის ფარგლებში, ამფითეატრი, ველობილიკი, შადრევანი, საბავშვო და ფიტნეს სივრცე მოეწყობა. ასევე, LED განათების სისტემა და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. ამასთან, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება. მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგება რულონური ბალახი  და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.

პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics