|
2022-01-24 15:40:40, 740 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი და არ ასახავს ნამდვილ შინაარსს
საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში "ტელეკომპანია პირველზე" გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილია და სიმართლეს არ შეესაბამება. ბასილაშვილი სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს და ამბობს რომ, შვილი მისთვის პრიორიტეტია და მისი დუმილი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. „მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში. ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი! მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)