|
2022-01-24 15:04:08, 761 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით 21-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ბრიქსი“, მეტრო სარაჯიშვილთან, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს- Sarajishvili Tower- აშენებს. პრემიუმ კლასის, თანამედროვე, ენერგოეფექტური მასალებით აშენებული კომპლექსი 21 სართულიანი იქნება, საიდანაც 3.300 კვ.მ-მდე დაეთმობა კომერციულ ზონას (ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებს). ასევე, განთავსდება 3-დონიანი ავტოსადგომი. პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პროექტის ჯამური მოცულობა 7.2 მილიონი აშშ დოლარია. აქედან საქართველოს ბანკის საინვესტიციო წილი კი 5.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. „ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებში ჩართულია პროფესიონალთა გუნდი, გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, თანამედროვე და ენერგოეფექტური მასალები. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ გამწვანებულ და დაცულ ეზოს, კომფორტულ და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას; პანორამული ფანჯრებიდან თბილისის საუკეთესო ხედებს, შესანიშნავ ლოკაციას და კომერციულ ზონას. მოხარული ვართ, რომ ამ პირობების გარდა, გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს საქართველოს ბანკთან ერთად ბინის „გარანტირებული შენაძენით“ ყიდვა შევთავაზოთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ მაჭარაშვილმა. „გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, ბანკი მომხმარებელს ზარალს მაქსიმალურად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)