14:55 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-24 10:04:25, 853 ნახვა

საზოგადოება
25-26 იანვარს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 25 იანვრის 23:00 სთ-დან 26 იანვრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკის-თბილისი, ხოლო 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისის-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკის-თბილისი მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისის-სენაკი მიმართულებაზე და თბილისის-სენაკი მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
ენმ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშები აეკრძალოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics