14:48 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-23 16:52:43, 1115 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი რუსეთის აგრესიული ქმედებების განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა

თეთრი სახლის ინფორმაციით, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა, სადაც  უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებების განიხილეს.

როგორც თეთრი სახლი „ტვიტერის“ გვერდზე ვკითხულობთ, ბაიდენმა დაადასტურა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების, პარტნიორების მხრიდან მიიღებს სწრაფ და მძიმე შედეგებს. 

„დღეს, პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების განსახილველად. მან დაადასტურა, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების, პარტნიორების მხრიდან მიიღებს სწრაფ და მძიმე შედეგებს“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics