|
2022-01-23 13:46:44, 1033 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, იმიტომ რომ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მზად არის, რათა პაციენტებმა უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება მიიღონ. მისივე თქმით, კორონავისურის წინააღმდეგ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს და ვაქცინაციაზე "რიგები უნდა იყოს". "საქართველოში, ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება. ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, იმიტომ რომ ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს ასევე მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით," - განახადა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2" -თან საუბრისას. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 9 696 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)