|
2022-01-23 11:03:23, 783 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთი კიევში პრორუსული ლიდერის დაყენებას ცდილობს
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა კიევში პრორუსული ლიდერის დაყენებას ცდილობს, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენ მურაევი განიხილება. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უამრავ ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსთან, მათ შორის:
ზოგიერთ მათგანს აქვს კონტაქტი რუს დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად არიან ჩართული უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში,"- წერია განცხადებაში. საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრუსის თქმით, ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათელს ხდის რუსეთის მოქმედების მასშტაბებს, რომლებიც შექმნილია უკრაინის დასამხობად და წარმოადგენს კრემლის აზროვნების ხილვას. "რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიის და დეზინფორმაციის კამპანია და გაგრძელდეს დიპლომატიური გზა. როგორც დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა, სერიოზული ხარჯებით. ასევე ნათელია დიდი ბრიტანეთის პოზიცია უკრაინის მიმართ. ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმის ფარგლებში. უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა,"- ამბობს ლიზ ტრუსი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)