|
2022-01-22 14:16:05, 881 ნახვა
საზოგადოება
Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
დუბაიში მიმდინარე Expo Dubai 2020-ის ფარგლებში, 23 იანვარს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ორგანიზებით, გაიმართება ქართული ლიტერატურისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ითვალისწინებს მსოფლიო გამოფენის სტუმრებისთვის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების, უნიკალური დამწერლობის თავისებურებებისა და ზოგადად, ქართული კულტურის გაცნობას. უწყების ცნობით, ლიტერატურული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მოხსენება „ვეფხისტყაოსნის" შესახებ. არაბისტი ნინო სურმავა თემას შოთა რუსთაველის ტექსტში არაბთა სახეების გარჩევით გაშლის. "ადგილობრივი გამომცემლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არაბულად თარგმნილი წიგნების პრეზენტაცია და შეხვედრა მათ ავტორებთან - დათო ტურაშვილთან და დათო გორგილაძესთან. დათო გორგილაძე და მისი წიგნის, „ღმერთი სამსახურშია" არაბული თარგმანის ეგვიპტელი გამომცემელი ისაუბრებენ გამოცემაზე, მისი თარგმნის თავისებურებებსა და საგამომცემლო პროცესზე. დათო ტურაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და მის ისტორიას გააცნობს. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამონაწილეობით მოეწყობა ქართული კალიგრაფიის კუთხე, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს სამუშაო პროცესში ჩართვას. დაგეგმილია საზედაო ასოების შექმნის, კერამიკაზე წერის, კაწვრის ტექნოლოგიისა და სხვა მარტივი ტექნიკების მასტერკლასების ჩატარება. საქართველოს პავილიონის სტუმრები ასევე იხილავენ თეატრალიზებულ წარმოდგენას, რომელიც ქართულ ლიტერატურასა და კულტურის ისტორიას მითოსიდან თანამედროვე მწერლობამდე აერთიანებს. წარმოდგენის დამდგმელი ქორეოგრაფია ნათია ჩიკვაიძე, კომპოზიტორი - ანუკა ჩხეიძე, დამდგმელი მხატვარი - უტა ბექაია, რეჟისორი - პაატა ციკოლია. EXPO Dubai 2020 ექვსი თვის განმავლობაში მასპინძლობს საქართველოს პავილიონს, სადაც იმართება ღონიძიებები ქართული კულტურის, სპორტის, კულინარიის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)