14:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 19:34:28, 979 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი - ვიმედოვნებთ, საქართველო განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“, - ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნახსენები.

უწყების ცნობით, ისინი  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, უთანხმოების დაძლევისა და ორმხრივი კავშირების აღდგენის საკითხებში ერთგულებას შეინარჩუნებენ.

„ჩვენ შევინარჩუნებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში ერთგულებას. ასევე, უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და მისი განმტკიცების ერთგული დავრჩებით, რაც ჩვენი ხალხების ინტერესებს შეესაბამება. მაგრამ, ეს პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განვლილ მოვლენებზე დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics