|
2022-01-20 15:06:17, 1126 ნახვა
საზოგადოება
DRI-ის ინფორმაციით, დე ფაქტო ცხინვალის იზოლაციურ პოლიტიკას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, დე ფაქტო ცხინვალის იზოლაციურ პოლიტიკას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. DRI -ის ცნობით, ახალგორის მაცხოვრებლებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდებათ, რაც არაერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა. როგორც DRI –ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ საავადმყოფოს მთავარი ექიმის შეცვლის შემდეგ პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უფრო გართულდა. „გასული წლის დეკემბერში ახალგორის რაიონული საავადმყოფო ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, სავარაუდოდ, კორუფციული სქემა გამოიკვეთა, რის გამოც საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს და დროებით მთავარ ექიმად მონიკა ჯიოევა დანიშნეს. ჯიოევა, რომელიც თანამდებობაზე ცხინვალიდან გადმოიყვანეს, მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებაში დადებითად ხასიათდებოდა, თუმცა მისი დანიშვნის შემდეგ, პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უფრო გართულდა. მთავარი ექიმის ბრძანებით, პაციენტები სამკურნალოდ მხოლოდ ცხინვალში გადაჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგორი-ცხინვალის დამაკავშირებელი გზა, რთული რელიეფის გამო, პაციენტებისთვის განსაკუთრებით რთულია.“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ პაციენტები სამკურნალოდ ცხინვალში გადაჰყავთ, რაც რთული რელიოეფის გამო პაციენტების მდგომარეობას ამძიმებს. „ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ახალგორში მაცხოვრებელ რამდენიმე პაციენტს მდგომარეობა კრიტიკულად დაუმძიმდა, რაც ორ შემთხვევაში ფატალური შედეგით დამთავრდა. იანვრის დასაწყისში, 70-წლამდე ასაკის მამაკაცი, ინფარქტის დიაგნოზით შეიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში. ნათესავების სურვილის მიუხედავად, - მამაკაცი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეშვათ, მონიკა ჯიოევას კატეგორიული უარის გამო, ცხინვალში გადაიყვანეს. მამაკაცი გზაში გარდაიცვალა. იანვარში, ახალგორელი ქალი, მისი მოთხოვნის მიუხედავად, თბილისში არ გამოუშვეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ცხინვალში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ქალი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ მდგომარეობის გართულების შემდეგ გადმოიყვანეს. დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მკურნალობას თბილისში აგრძელებს. 12 იანვარს, ახალგორელი მამაკაცი ცხინვალში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფს, საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თბილისში გადმოყვანის უფლება არ მისცა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ახალგორის მაცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს ეკისრებათ. თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს საქართველოს ხელისუფლებას მასზე დაკისრებული ვალდებულებისგან - იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ საკუთარ მოქალაქეებზე. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა ფორმატი და შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად.“ - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)