|
2022-01-20 15:06:04, 1036 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე, ორ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველი ეტაპი ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა-მოწესრიგება. წყალარინებისა და წყლის მილები განახლდება, სანიაღვრე სისტემა მოეწყობ, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. გამზირზე განათების ახალი სისტემა და საავტობუსე ზოლები მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაიკეტება. ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების გარეშე, გამზირის სრული რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება. „მთლიანად ქუჩის გადაკეტვა არ მოხდება. გვინდა, რომ საავტომობილო მოძრაობა გარკვეულწილად დაშვებული იყოს. პირველ ეტაპზე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი დაიკეტება. პროექტი შვიდი-რვა თვის განმავლობაში გაგრძელდება. თბილისის მერიამ უკვე გაავრცელა დეტალური ინფორმაცია, თუ რა ალტერნატიული გზებით შეუძლიათ გადაადგილება, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეც შეუძლია. სამუშაოების მიმდინარეობის დროს, რა თქმა უნდა, იქნება შეფერხებები. ამისთვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, თუმცა, ამის გარეშე გამზირის რეაბილიტაციას ვერ შევძლებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ სამუშაოები ზედაპირულად ჩატარდეს და მხოლოდ მოასფალტება მოხდეს. აქ ყველაფერი ისე მოწესრიგდება, როგორც ჩვენი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)