|
2022-01-18 11:43:21, 1778 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია – მიუხედავად შემთხვევების მატებისა, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ აღინიშნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000–ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით. როგორც გაბუნიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანაში კოვიდ19–ის შემთხვევების მატება, გამოწვეულია „ომიკრონ“ შტამის მიერ ცირკულირების დაწყების გამო. ამასთანავე, გაბუნიამ განაცხადა, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და ბოლო პერიოდში, მიუხედავად ინფიცირებულთა მატებისა, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ აღინიშნება. „აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000-ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით. დღეს დაფიქსირდა 7000-ზე მეტი შემთხვევა, რაც გარკვეულწილად არის სამშაბათსი ეფექტი შაბათ-კვირის განმავლობაში ნაკლები ტესტირებით გამოწვეული, თუმცა გასული კვირის მანძილზე 5 000–ს აღემატებოდა შემთხვევების რაოდენობა, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია „ომიკრონის“ შტამის ცირკულაციის დაწყებით. შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, შემთხვევების მატების მიუხედავად არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე, სადაც რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში 281, ხოლო ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1083 პაციენტი. 4000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი და ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღების შესაძლებლობა აქვს. კვირის ბოლომდე მოქმედ 62 ონლაინ კლინიკას კიდევ 40 დაემატება და მოსახლეობისთვის იოლი იქნება ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება“, - განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)