|
2022-01-17 17:18:42, 1495 ნახვა
რეგიონი
სოფლად COVID 19-ის ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით აჭარის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება
სოფლად COVID 19-ის ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება, – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, რამაზ ჯინჭარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად COVID 19-ის სოფლად ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით, მოქალაქეებს, სოფლის ექიმებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთანავე, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი. მოქალაქეებს გააცნეს ვაქცინაციის წახალისების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი - 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის ერთჯერადად 200 ლარიანი წახალისების ღონისძიება. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე, გაეცნობოდნენ სამინისტროს 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც. ,,შეხვედრის ძირითადი თემა იყო ვაქცინაციის მნიშვნელობა, აგრეთვე გავაცანით ინფორმაცია მატერიალური წახალისების შესახებ, რამაც გაზარდა მოქალაქეთა მომართვიანობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება ყოველდღიურად შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს, ასევე სამიზნე პოპულაციის მოცვის მაჩვენებლი ვაქცინაციით არის 85 %, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო და მივმართავთ მოქალაქეებს გამოხატონ უფრო მეტი ინტერესი და მიმართონ ამცრელ კაბინეტებს“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. როგორც ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ აღნიშნა ,,მერის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები მოსახლეობის ინფორმირებაში და უშუალოდ, სოფლად კოვიდვაქცინაციის გააქტიურების პროცესში. პროცესი გრძელდება და მაქსიმალურად მიეწოდებათ როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე წარმომადგენლების მიერ ვაქცინაციის სარგებლობის, ბუსტერდოზის აუცილებლობის შესახებ, რათა დაცული იყოს თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა“. დღემდე აჭარაში ჩატარებულია 304 313-ზე მეტი ვაქცინა, სრულად ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 85.6 %.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)