|
2022-01-17 15:53:22, 1163 ნახვა
ეკონომიკა
გუდაურში, დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა
გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს" 7 ახალი აპარტ ოტელი, მათ შორის Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri გაიხსნა. ახალი აპარტ ოტელები პროექტის - „ახალი გუდაურის" ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. ინფორმაციას "თიბისი" ავრცელებს. კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. პროქეტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე უცხოელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს აერთიანებს. "თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 2022 წლის 31 იანვრამდე პროექტში - „ახალი გუდაური" ბინის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ იპოთეკურ სესხზე ლარში განსაკუთრებული პირობით ისარგებლონ: · პირველი 6 თვის განმავლობაში - 0%, · მომდევნო 24 თვე - ფიქსირებული 11.8% · დარჩენილი პერიოდი რეფინანსირების განაკვეთს +3,9% (ეფექტური 13.84% დან) „ახალი გუდაურის" კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო - Radisson Blu Gudauri-ია. პროექტი „ახალი გუდაური" ჯამში 26 აპარტ ოტელს და 5000 ნომერს მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ, ნომრების ციფრი 10 000-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი ლარი, დასრულების ვადა კი - 2023 წელია", – ვკითხულობთ "თიბისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)