21:18 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 20:44:28, 575 ნახვა

ეკონომიკა
„განავითარე ბიზნესი“ – აფბას“ და „ბილაინის“ ერთობლივი პროექტი

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კომპანია „ბილაინის“ და  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა სოციაცია – აფბას“ ერთობლივი პროექტის, – „განავითარე ბიზნესის“ პრეზენტაცია. რომელსაც კომპანია „ბილაინის“ და „აფბას“ წარმომადგენლების გარდა დაესწრნენ ეკონომიკის და ფინანსტა მინისტრის მოადგილეები და ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები.

„განავითარე ბიზნესი“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარების პრობლემატიკას ეხება. პროექტის მიზანია  ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტის წახალისება. „პროექტის სამიზნე აუდიტორიაა თვითდასაქმებულები,  სეგმენტი, რომელიც  ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 60%–ზე მეტია, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა პრობლემატიკის კვლევა, მათ გადაჭრაზე  ძალისხმევის მიმართვა, ასევე, თვითდასაქმებულთა საქმიანობის პოპულარიზაცია, ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისკენ  გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. პროექტი ითვალისწინება თვითდასაქმებულების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

„ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელის თეონა ბაღდავაძის განცხადებით, პროექტი კომპანია „ბილაინის“ ახალი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის MAKE YOUR MARK ფარგლებში ტარდება.

„აფბა“ მიესალმება „ბილაინის“ სოციალური პასუხისმგებლობის ახალ მიმართულებაში ჩართვას. პროექტი, მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, მოხდება მცირე მეწარმეთა პრობლემების იდენტიფიცირება და გადაიდგმება მათ მოგვარებაზე კონკრეტული ნაბიჯები. ბუნებრივია, ამ პროცესში ჩვენ ვგეგმავთ სახელმწიფო ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო იციციატივაა, რომელთა სამიზნე აუდიტორიის მიერ სწორი ადაპტირების შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან სასარგებლო შედეგები შეიძლება მივიღოთ. ამ პროექტის მთავარი მიზანია, დაეხმაროს მცირე მეწარმეებს, რომ სწორედ მათ სასარგებლოდ მოხდეს იმ ინიციატივების წარმატებით იმპლემენტირება, რომელიც არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუციებს, არამედ შედარებით მსხვილ ბიზნესს გააჩნია“, - აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა სოციაცია – აფბას“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე,.

„რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ახალი , ტექნოლოგიური რევოლუცია დაიწყო. კომპანია ბილაინმა მოხმარებელს შესთავაზა მეოთხე თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, ყველაზე ფართე დაფარვის ზონით. ეს ყველაზე მასშტაბური  სოციალური ინვესტიცია, რაც საქართველოში განხორციელებულა და რომლის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს შეადგენს, ვთვლით რომ ამ ისტორიულ მომენტს განსაკუთრები ეხმიანება ჩვენი ახალი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას, ბიზნესის განვითარებას, ვთვლით რომ ახალი ტექნოლოგიები არეს ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება ბიზნეს, უკეთ შესძლოს თანამედროვე გარემოში ოპერირებას“, – აცხადებს გიორგი ტყეშელაშვილი,  კომპანია ბილიანის გენერალური დირექტირი.

„პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ პრობლემატიკა ძალიან სწორად არის დანახული. თუ ჩვენ რაოდენობრივად გადავხედავთ ჩვენი ბიზნესების რაოდენობას, დაახლოებით 99% მოდის სწორად მცირე და საშუალო ბიზნესზე. თუმცა თუ მათ წვლილს ეკონომიკაში ვნახავთ არის ძალიან დაბალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი და იგივე თვით დასაქმებულების პროდუქტიულობა და მათი წვლილი ეკონომიკაში გაიზარდოს, რადგან ეს სეგნენტი მართლაც წარმოადგენს ჩვენი ეკონომიკის ხერხემალს. მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ ამ პრობლემატიკიდან გამომდინარე ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს შექმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომლის მთავარი მიზანია მეწარმეობის განვითარება და კონკრეტული პროექტით თუ ინსტრუმენტით თუ სხვადასხვა ცვლილებებით, იქნება ეს საკანონმდებლო ან რეგულაციების დონეზე მოხდენს მეწარმეობის წახალისებას. ბუნებრივია, მივესალმები კომპანია „ბილაინს“ და „ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ამ წამოწყებას და ჩვენი მხრიდან დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ პროექტში. მე გავეცანი პროექტის მზნებს და პრიორიტეტებს და ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად წაადგება სახელმწიფოს, რომ ჩვენი ზალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები სწორად მიიტანოს ბენეფიციარებამდე“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია, რომელიც “აფბა”-მ და “ბილაინმა” ერთად დაიწყეს. მინდა გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტრო მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს და მზადყოფნას გაომვთქვამთ, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრაში. დღეს არსებული სადაგასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს აღრიცხვის ნაწილს. ფაქტობრივად, გვაქვს ბრუნვაზე მიბმული გადასახადი, 3-5%-იანი. ზოგადად, მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოხდა მცირე მეწარმეებთან მიმართებაში, არსებული სანქციები მნიშვნელოვნად შემცირდა, მოხდა საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რაც ჯამში მილიარდ 200 მილიონს აღემატება, საიდანაც გარკვეული ნაწილი მცირე მეწარმეებს შეეხებოდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში და ეს პროექტიც შერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics