03:32 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 17:01:29, 5655 ნახვა

ომი უკრაინაში
კვლევა - სავარაუდოდ, „ომიკრონით“ ინფიცირებისას გარდაცვალების შანსი 91%-ით ნაკლებია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში

კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 91%-ით ნაკლებია იმის შანსი, რომ პაციენტი ვირუსმა იმსხვერპლოს. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა იტყობინება. კვლევის მიხედვით, ჩნდება მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვირუსის ამ ვარიანტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების რისკი დაბალი აქვს.

კვლევაში მონაწილეობა 70 000-ზე მეტმა „ომიკრონით“ ინფიცირებულმა ადამიანმა მიიღო, შედეგად კი, დადგინდა, რომ „დელტა“ შტამით ინფიცირებულთაგან განსხვავებით, მათი ჰოსპიტალიზების საჭიროების შანსი, განახევრებულია და კლინიკებში მკურნალობის საშუალო დრო 5 დღიდან, დღენახევრამდე შემცირდა. კვლევაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთათვის 75%-ით შემცირებულია რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის საჭიროება.

თავისი არსით, პოზიტიურია ის ფაქტიც, რომ „ომიკრონით“ ინიფცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაიღუპა, რაც შტამებს შორის შედარებისას, სიკვდილიანობის 91%-ით შემცირებას გულისხმობს. ეს მაჩვენებელი „დელტას“ შემთხვევაში, 16 982 პაციენტიდან, 14 იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, იმის გარდა, რომ „ომიკრონს“ გავრცელების მაღალი სისწრაფე ახასიათებს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი ადამიანების ინფიცირების შანსი, ამავე შტამის შემთხვევაში, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი მაჩვენებელი კმაყოფილების საფუძველი არ უნდა გახდეს. იმის გამო, რომ „ომიკრონი“ უკიდურესად გადამდებია, ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვის შესაძლებლობა, შესაბამისად უფრო მეტად მაღალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics