2022-01-13 10:20:17, 1303 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება, რომელსაც ექს-პრეზიდენტი დაესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც ექს-პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში დაწერა ის "სასამართლო" პროცესს დაესწრება და საკუთარ სათქმელს იტყვის.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმეზე ბრალი ექსპრეზიდენტის გარდა კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,