|
2022-01-12 21:23:29, 1578 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ გრუშკო - NATO-ს გაფართოვება მიუღებელ რისკებს ქმნის, რომლებსაც რუსეთი წინ აღუდგება
„დღეს, ნატოს შემადგენლობაში შევიდა ბევრი სახელმწიფო და მათი ტერიტორიები, აშკარად, რუსეთის მიმართ ძალის პროექციისთვის გამოიყენება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს აღნიშნული, რუსეთისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის, რასაც ქვეყანა წინ აღუდგება. „მეორე ფაქტორი, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ალიანსის გაფართოების საკითხი. შეგახსენებთ, რომ 1997 წელს ნატოს კარზე მხოლოდ ერთი ქვეყანა აკაკუნებდა, რომელსაც რუსეთთან ერთი საერთო საზღვარი აქვს და ეს იყო პოლონეთი. დღეს, ნატოს შემადგენლობაში შევიდა ბევრი სახელმწიფო და მათი ტერიტორიები აშკარად გამოიყენება ძალის პროექციისთვის რუსეთის მიმართ სხვადასხვა გეოგრაფიული მიმართულებებიდან და სტრატეგიულ სიღრმეზე. ეს სერიოზულად აუარესებს ჩვენ უსაფრთხოებას და ქმნის მისთვის მიუღებელ რისკებს, რომლებსაც ჩვენ წინ აღვუდგებით“, - აღნიშნა ალექსანდრ გრუშკომ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)