11:38 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 17:03:53, 1306 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი - დროა, არსებითად შევთანხმდეთ კონფლიქტის დასრულებაზე

კიევში, ნორმანდიის ფორმატის დიალოგის ფარგლებში, 
გერმანიის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი, იენს პლეტნერი და საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი ვლადიმერ ზელენსკის შეხვდნენ

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა იმ ძალისხმევას, რომელსაც უკრაინის პარტნიორები ნორმანდიის ფორმატში აგრძელებენ. 

„დროა, არსებითად შევთანხმდეთ კონფლიქტის დასრულებაზე და ჩვენ მზად ვართ საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ოთხი ქვეყნის ლიდერების ახალი სამიტის დროს“, - აღნიშნა უკრაინის მეთაურმა.

მხარეებმა აზრები გაცვალეს არსებულ ვითარებაზე და გააგრძელეს შემდგომი ნაბიჯების განხილვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე უკრაინის საზღვრებზე სიტუაციის დეესკალაციის მიზნით.

რეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა დაადასტურა, რომ უკრაინული მხარე რჩება მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური გზის ერთგული.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ შეხვედრებს ნორმანდიის ფორმატში, რათა შეთანხმდნენ ნორმანდიული ფორმატის ქვეყნების ლიდერების მორიგი სამიტის ორგანიზების მოდალობაზე.

„უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია ახორციელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა განაახლონ ეფექტური მუშაობა ნორმანდიის ფორმატში სხვადასხვა დონეზე. ჩვენ ველით, რომ რუსული მხარე მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას და ასევე ხელს შეუწყობს პროგრესს ნორმანდიული ოთხეულის პარიზის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებაში. მორიგი ნორმანდიის ფორმატის სამიტის ჩატარება სამშვიდობო პროცესს სერიოზულ იმპულსს მისცემს“, - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: კობახიძეს რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics