2022-01-11 11:38:54, 1091 ნახვა
საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები
საკოორდინაციო საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში კოვიდ19-ის გამო დაწესებული რეგულაციები.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად მომატებულია კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევები.
„მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რაც არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,