|
2022-01-10 23:41:06, 946 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - არ დავუშვებთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ვინმემ დახუროს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უენდი შერმანმა განაცხადა, რომ 10 დეკემბერს, ჟენევაში, რუსეთთან გამართული შეხვედრა წარმოადგენდა საუბარს და არა მოლაპარაკებას და ამბობს, რომ აშშ-მა რუსეთის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები დეტალურად არ განიხილა. ამასთან, შერმანი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლებს ელაპარაკა ორმხრივ ნაბიჯებზე დეესკალაციისთვის სარაკეტო და წვრთნების სფეროებში, თუმცა მოსკოვი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას საფასური მოჰყვება. "წამოვაყენეთ რამდენიმე იდეა, სადაც ჩვენი ორი ქვეყანა შეძლებს ორმხრივი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში იქნება და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას" - უთხრა შერმანმა ჟურნალისტებს. შერმანის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებს რუსეთის დელეგაციასთან ჰქონდათ გულწრფელი და პირდაპირი საუბარი, რომელიც რვა საათამდე გაგრძელდა, და აშშ ღია რჩება შემდგომი შეხვედრებისთვის, ორმხრივი ინტერესის საკითხების უფრო დეტალურად განხილვის მიზნით. „ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზებებს, რომლებიც აშშ-ისთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)