|
2022-01-10 14:00:21, 1001 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამშვიდობო ძალები ყაზახეთში გარკვეული ვადით დარჩებიან
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყაზახეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალები გარკვეული ვადით დარჩებიან, ფუნქციის შესრულების შემდეგ კი, რესპუბლიკას დატოვებენ. „ყაზახეთში „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ ფარგლებში ОДКБ-ის კოლექტიური ძალები იმყოფებიან და მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს გარკვეული პერიოდით ხდება, იმ დროით, რომელსაც გადაწყვეტს ყაზახეთის პრეზიდენტი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ОДКБ-ის სამშვიდობო ოპერაცია ყაზახეთში იყო გამორჩეულად თანამედროვე და ლეგიტიმური. „ჩვენ მოვახერხეთ კონტინგენტის სრული განლაგება საკმაოდ პატარა დროში. განვიხილავთ ჩვენ ერთობლივ მოქმედებებს, როგორც გამორჩეულად თანამედროვეს და აბსოლუტურს, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ ქმედებას“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)