10:18 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-09 12:39:55, 744 ნახვა

მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - მზად ვართ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში დახმარება გავუწიოთ

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. 

მისივე თქმით, მზად არიიან დახმარება გაუწიონ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელმაც მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იფეთქა ყაზახეთში. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ძალაშია რეგიონის სტაბილურობისთვის.

ჩვენ ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილება, ძალადობის ყოველგვარი წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნებისთვი გამოყენება.

ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ თავიანთი მოქალაქეების უფლებებს და ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics