|
2022-01-08 13:00:41, 706 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი ყაზახეთზე - უახლესი ისტორიის გაკვეთილია, როდესაც რუსები სახლში მოვლენ, ძალიან რთულია მათ ის დაატოვებინო
აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენი ყაზახეთის მიერ გარე ძალების დახმარების თხოვნას ეჭვქვეშ აყენებს. ბლინკენის განცხადებით, აშშ მიიჩნევს, რომ ყაზახეთის მთავრობას შეუძლია თავად გაუმკლავდეს პროტესტს. "ჩემი შეხედულებით, ყაზახეთის ხელისუფლებასა და მთავრობას ნამდვილად აქვს პროტესტების სათანადოდ გამკლავების შესაძლებლობა, ისე, რომ დაიცვან დემონსტრანტების უფლებები, თან კი კანონი და წესრიგი შეინარჩუნონ. ასე რომ, გაუგებარია რატომ გრძნობენ გარე დახმარების აუცილებლობას", - თქვა ბლინკენმა ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ უახლესი ისტორიის ნაწილია ის, რომ როდესაც რუსები სახლში მოდიან რთულია მათ ის დაატოვებინო. "უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც რუსები თქვენ სახლში მოვლენ, ზოგჯერ ძალიან რთულია მათ ის დაატოვებინო" - თქვა ბლინკენმა. შეგახსენებთ, ყაზახეთში, 5 იანვარს დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)