08:49 - 01 May, 2026
|
2022-01-05 14:36:00, 736 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული ცენტრის შენობაში შეიჭრნენ – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ყაზახეთში ვითარება დაძაბული რჩება. პროტესტის მონაწილეები ქალაქ ალმატის ადმინისტრაციულ ცენტრზე თავდასხმას განაგრძნობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ ცენტრთან შეკრებილი მომიტინგეები არმატურებით, ჯოხებითა და ფარებით არიან აღჭურვილები ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ მაშინ, როცა დემონსტრანტებმა რაიონული ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. გამოსვლები ყაზახეთის სხვა რეგიონებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ცნობისთვის, მთავრობის გადადგომის შემდეგ, დემონსტრანტები ყაზახეთში ხელისუფლების სრულად შეცვლას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)