01:27 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 14:05:23, 704 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი – არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანურ მოპყრობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა უფლებადამცველმა, გიორგი მშვენიერაძემ მოინახულა.

მშვენიერაძემ შეხვედრის შემდეგ კომენტარი პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ არ აქვთ ფუჭი მოლოდინი და საგამოძიებო კომისია კარგად აჩვენებს საზოგადოებას თუ რასთან იყო შეხება წინა თვეების განმავლობაში.

"დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შედის ჩვენს ინტერესებში, არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შესაბამისი ადამიანების დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც სააკაშვილი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას", – განაცხადა ადვოკატმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics