|
2022-01-05 13:05:10, 818 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - აშშ-ის საელჩომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ძირის გამოთხრაში ამხილა, განგაშის ზარი უნდა იყოს ქვეყანაში
პარტია „დროა“ დასავლელ პარტნიორებთან „ოცნების“ ხელისუფლების დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცლებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი პარტიის განცხადებები რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს ჰგავს. „დროას“ განცხადებით, აშშ-ს საელჩომ საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. „პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები “არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, რასაც მმართველი პარტია “არ დაუშვებს”. მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს. ამ განცხადებისა და დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა. მსოფლიოში სწორედ ახლა ყალიბდება რეალობა, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. გასული სამი დღის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი საყურადღებო ნაბიჯი გადაიდგა: ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობაზე რუსეთის დე-ფაქტო ვეტოს დაძლევა და ალიანსში გაწევრიანებისთვის ქმედითი სამოქმედო გეგმის შემუშავება; აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, რუსეთს “გადამწყვეტი პასუხი” გასცეს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში და შეასრულოს ნატოს მე-5, ანუ კოლექტიური თავდაცვის პირობა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. მოკავშირეებმა ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატეს ლიეტუვის მიმართ, რომელიც ამჟამად ჩინური ემბარგოს ქვეშ იმყოფება; ფინეთი, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში თავს იკავებდა ნატოს წევრობისაგან, რუსეთის მხრიდან გაცხადებული მუქარების გამო ახლა უკვე განიხილავს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას, რადგან მიიჩნევენ, რომ ევროპა უკრაინის ირგვლივ ერთიანი უნდა იყოს; უკრაინელი სამხედროები პერიოდულად იღუპებიან პრორუს სეპარატისტებთან შეტაკებებში. უკანასკნელი შემთხვევა სამი დღის წინ, ახალ წელს დაფიქსირდა. ეს ყოველივე ძალიან ჰგავს რუსეთის ქმედებებს საქართველოში უშუალოდ 2008 წლის ომამდე; დასავლეთისთვის საერთაშორისო დღის წესრიგში ბრუნდება ღირებულებების მნიშვნელობა და დასავლეთი მოკავშირედ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებს მიიჩნევს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს კი - მოწინააღმდეგეებად; სწორედ ამ ფონზე, განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე;“ - ნათქვამია პარტია „დროას“ განცადებაში. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კრიტიკით, კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს „ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ. პარტია "დროა" მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო მოვლენებისაგან დისტანცირების ფუფუნება. ამიტომ, რადგანაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ლობირებაში პასიურია, საქართველოს დასავლურ ბანაკში დასარჩენად, ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს. პარტია “დროა” პროდასავლურ კოალიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.“ - წერია განცხადებაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)