|
2021-12-31 15:32:38, 2791 ნახვა
პოლიტიკა
შეთანხმებიდან კრიზისამდე, პარლამენტიდან ქუჩაში - 2021 წლის პოლიტიკური შეჯამება
2021 წელი საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის განსაკუთრებულად ხმაურიანი და დაძაბული აღმოჩნდა. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, 2021-შიც გაგრძელდა, რამაც არა ერთხელ გამოიწვია პოლიტიკური რეალობისა და დღის წესრიგის შეცვლა. მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში კვლავ საკანონმდებლო ორგანო მოექცა, რომელმაც მუშაობა ერთპარტიულად, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე დაიწყო. პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მისაღწევად. 2021 წლის პირველივე თვეს სახელისუფლებო გუნდში ცვლილებები დაიწყო. მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და საზოგადოებას ღია წერილის საფუძველზე ამცნო, რომ პოლიტიკიდან წავიდა, რის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტი 2021 წელსაც გააგრძელა და ლოზუნგი „დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ კვლავ აქტულურად დარჩა, თუმცა პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას შეუდგა, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარტია „მოქალაქეები“ იყო. მთავარი პოლიტიკური მოვლენა სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის გამოტანილი განჩინებაა, რომლის მიხედვითაც ის უნდა დაეკავებინათ, რა დროსაც, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა პარტიის გადაწყვეტილებას და დატოვა ჯერ პოსტი, შემდეგ კი „ქართული ოცნება“, თუმცა მალევე, გიორგი გახარია ახალი პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერად მოგვევლინა. მან თბილისის მერობის კანდიდატადაც იყარა კენჭი. ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ახალი ეტაპი დაიწყო. საპროტესტო ტალღა სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდა, ძლიერდებოდა ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ქვეყანაში ჩამოვიდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელმაც პოლიტიკური კრიზისის დასრულება საკუთარ თავზე აიღო. გაფორმდა შარლ მიშელის, 21 აპრილის შეთანხმება, სადაც გაიწერა, რომ 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ 43%-ზე ნაკლების მოპოვების შემთხვევაში, ქვეყანაში დაინიშნებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ამასთანავე, უნდა გათავისუფლებულიყვნენ პოლიტპატიმრები. შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა შეიწყალა. მოგვიანებით, ევროკავშირის მიერ 40 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ, საპატიმრო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამაც დატოვა. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერა და საკანონმდებლო ორგანოში არ ჩართულიყო, რის გამოც, პარტია ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად შევიდა. მოგვიანებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება გაეუქმებინა და ანულირებულად გამოეცხადებინა, რასაც ოპოზიციონერთა საკანონმდებლო სამიანობის შეჩერება მოჰყვა. განსაკუთრებული მოვლენა, რომლის გარეშეც ვერ შეჯამდება 2021 წელი, 5 ივლისია. დღე, როდესაც ძალადობრივმა ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ პარალელურად შეკრება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი პრაიდმა“ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, პრორუსულმა აგრესორებმა ძალა ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე გამოიყენეს, რასაც 50-ზე მეტი ჟურნალისტის დაშავება, მოგვიანებით კი, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა. პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დააკავა, მათი სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს, თუმცა 5 ივლისის მთავარი წამქეზებლები კვლავ დაუსჯელები არიან. 2021 წლის ზაფხულიდან ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, რის პარალელურადაც, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდემომართვებში აცხადებდა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. მიუხედავად ფუჭი მოლოდინებისა, რომ ექს-პრეზიდენტი ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, 1-ელ ოქტომბერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეო გავრცელდა, სადაც ის მხარდამჭერებს ბათუმიდან მიმართავდა. 1-ელი ოქტომბრის საღამოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. პოლიტიკური კრიზისის შემდეგი ეტაპი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და დაპატიმრების შემდეგ დაიწყო. ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მიხეილ სააკაშვილმა მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა ხელისუფლება აღნიშნულ წინადადებას არ თანხმდებოდა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართებოდა. ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად შიმშილობა პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამაც დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50-ე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, რასაც ექს-პრეზიდენტი დათანხმდა. პოლიტიკური კრიზისი ამით არ დასრულებულა, ოპოზიცია მიხეილ სააკაშილის გათავისუფლებას ითხოვს, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ქვეყნის პრეზიდენტი კი, რომელსაც ოპოზიციის განცხადებით, „შეუძლია მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს „არ და არასდროს შეიწყალებს“. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს მრავალი სამთავრობო ცვლილება განხორციელდა. ქვეყანამ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, სამი პარლამენტის თავმდჯომარე, გართულებული ეპიდვითრებისა და კორონავირუსით სიკვდილიანობის მომატებული რაოდენობის ფონზე, თანამდებობა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დატოვა. 2021 წლის განმავლობაში პოლიტიკური ვნებათაღელვა არ შეჩერებულა და დიდი ალბათობით, 2022 წელსაც გაგრძელდება. მთავარი საკითხი, რომლის გარშემოც ტრიალებს ამჟამინდელი პოლიტიკური პროცესი, „ეროვნული შერიგების პროცესია“, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში. კონსულტაციები დაწყებულია, საბოლოო შედეგის მიღწევას 2022 წელს უნდა ველოდოთ.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)