|
2021-12-29 21:05:50, 662 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონის პროექტი დაჩქარებული წესი განიხილეს და მხარი 82 ხმით, 7 წინააღმდეგ დაუჭირეს. „აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია რიგი კონსულტაციების და ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე რაც ერთი მხრივ, ეფექტურს გახდის მართლმსაჯულების პროცესს, მეორე მხრივ კი, იქნება გაგრძელება იმ ზოგადი რეფორმებისა, რაც ხორციელდება ქართულ მართლმსაჯულებაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა საკითხის წარდგენისას. კანონპროექტი მიზნად ისახავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურასთან, დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების სახეებისა და დისციპლინური წარმოების განხილვის ვადებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხებისა და წესების ახლებურად მოწესრიგებას. მომხსენებლის განმარტებით, თუ კანდიდატი კონკურსში მონაწილეობისას მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ გამწესდება, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 3 წევრს უფლება აქვს, კანდიდატის თანხმობით მიმართოს საბჭოს, რათა ამ კანდიდატს ხელახლა ეყაროს კენჭი მიმდინარე კონკურსის ფარგლებში ვაკანტურად დარჩენილ რომელიმე თანამდებობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხელახალი კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მივლინების 2 წლიანი ვადა კიდევ ერთი წლით იზრდება. პროექტის თანახმად, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას, ასევე, შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა. „მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საფუძვლები ყალიბდება შემდეგი სახით - მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილება მოხდება, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა ამ კანონის დადგენილი წესით და არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება მაინც - არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე დარჩენით იგი ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას, ან დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან დისციპლინური დევნა მიმდინარეობს ერთზე მეტი დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენისათვის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის ცვლილება შესაბამისი გადაწყვეტილებების საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში გამოიხატება. ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება - განახევრება ყველა ეტაპზე, რაც მომხსენებლის შეფასებით, სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება. „დარწმუნებული ვარ, ქართულ მართლმსაჯულებას, იუსტუცუუს უმაღლეს საბჭოს, ზოგადად, მოსამართლეთა კორპუსს, ყველა ის ცვლილებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შეეხიდება იმაში, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს ქართლი საზოგადოების სანდოობა ქართულ მართლმსაჯულებაში", - განაცხადა მომხსენებელმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)