2021-12-29 17:30:38, 610 ნახვა
საზოგადოება
წყალტუბო-ქუთაისის გზატკეცილზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას პირი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აწარმოებს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,