03:31 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 18:28:35, 635 ნახვა

საზოგადოება
გლდანში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

გლდანში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, რაიონს კიდევ ორი სრულიად ახალი სპორტული  მოედანი შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთი  მოედანი მუხიანში,  ლ. კერესელიძის ქუჩაზე 400 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდა. სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 898 ლარი დაიხარჯა. ხოლო მეორე მოედანი, გლდანის მერვე მიკრორაიონში N15-17 კორპუსების მიმდებარედ, ახალ N102 ბაგა-ბაღთან, 400 კვ. მეტრ ფართობზე მოეწყო. აღნიშნული პროექტისთვის 87 184  ლარი დაიხარჯა. 

„ორივე მისამართზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,პე-ბე“-მ განახორციელა.

დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics