|
2021-12-28 13:41:38, 1876 ნახვა
რეგიონი
კასპის ტექნოპარკში ახალი თანაშექმნის სივრცის, „კომლის“ კასპის სათემო ფორუმი გაიმართა
კასპის ტექნოპარკში გაიმართა ახალი თანაშექმნის სივრცის, "კომლის" კასპის სათემო ფორუმი. ფორუმის მიზანია ერთად მოუყაროს თავი ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია მუნიციპალიტეტის განვითარებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომლის მშენებლობა, რომელიც იქნება თანამონაწილეობრივი. სივრცის ძირითადი ფუნქციებია: თანაშექმნის სივრცე რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს, მკვლევარებს და არტისტებს სთავაზობს სივრცის გამოყენებას შეხვედრებისათვის, გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის/ნამუშევრის/წიგნის/კვლევის თანაშექმნისათვის. ფორუმის ფარგლებში კასპის ტექნოპარკმა წარადგინა წლის აქტივობების ანგარიში. კასპის კოლეჯის წარმომადგენელმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, აუდიტორიას გააცნო კოლეჯის მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები და საქმიანობა. ამასთანავე, ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ხარისხიანი განათლების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ფორუმში მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე. დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ხარისხიანი განათლების, ინოვაციების აუცილებელობა. რომ ქვეყნის მომავალს და ამ შემთხვევაში კასპს ტექნოპარკის და პროფესიული კოლეჯის სახით ახალგაზრდებისთვის ბევრის შეთავაზება შეუძლია, მნიშვნელოვანია თანაშექმნის სივრცის „კომლი“ს დაფუძნება და განვითარება. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ამ მიმართულებით ყოველთვის გამოხატავს მზაობას და თანადგომას - აღნიშნა ზურაბ კოპაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)