2021-12-27 17:34:36, 604 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე აირჩევს
პარლამენტის ბიუროს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს 29 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.
შეგახსენებთ, რომ კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,